Home About Paintings Poems Contact

Painter · Poet · Galaxy

Where colour
speaks silence

Maia (Mei) Gordeladze — Artist Portfolio

Scroll

An artist who
feels in layers

I paint to say what words cannot hold — those quiet moments between thought and feeling, where light dissolves into memory. Every canvas is a conversation with the unseen.

Born in Tbilisi, shaped by its layered history, I weave Georgian poetic tradition with contemporary visual language. My work explores longing, landscape, and the architecture of the inner life.

Maia (Mei) Gordeladze
Painter & Poet, Tbilisi

Words shaped
from feeling

...

ალბათ ვერასდროს შეიცვლება ფერთა გამები, შავთეთრი ფერადს ვერასოდეს ვერ შეერევა, მოჩვენებითმა სიფერადემ დრო რომ წალეკა აღარაფერი აღარ დამრჩა მე გასაგებად, ურჩი დროება რომ აღარ გვინდობს სიკეთე ირგეთ თქვენც გასაღებად, და ნუ დაადგამთ ეშმაკებს გვირგვინს, ნუ გააღმერთებთ ყველაფერს ავხორცს, იწამეთ მხოლოდ გამოდარების რომელიც შენში ჩემშია ამ დროს.
2026

...

მხოლოდ შენს ღიმილს შეუძლია გაფანტოს დარდი, სულში გვირილებს მოუქარგოს იასამნები, მხოლოდ შენს თვალებს შეუძლია მოხატოს მზე და გააფერადოს ფიქრების გორა ასე ულევი, მხოლოდ შენს ხელებს შეუძლია დახატოს მთვარე ამოუცნობი ღამენათევი და ნაავდრევი.
2026

დედა

შენ მოგყავდა გაზაფხული მახსოვს, შენ მოგქონდა გვირილებიც იაც, შენს თბილ ხელებს გიკოცნიდა მარტი, აპრილი კი სულში მზეს გიწვდიდა, შენ მოგქონდა მაისივით დილა, გაზაფხულის შენი იყავი დარი, შენ მოგქონდა სიყვარული ვიცი ...
2026

...

მაინც ვერ შემცვლი დროებავ,ვერ დამამონებ ვერ წამშლი, გული რომელიც მკერდში მაქვს ძგერს მხოლოდ ის სიმართლით, ვერ გავუმართლებ იმედებს სადღაც მიმალულ დემონებს, ვერ გადავცურავ იმ დიდ ზღვას სადაც ეშმაკი ლივლივებს, დაკარგეთ სახე ,მეობა,დაკარგეთ სულის მძივები, სადღაც ზნეობა ვიშვიშებს სადღაც კი რეკენ ზარები, შენზე ჩემზე და მასზეა რომ გაფერადდეს სამყარო, მხოლოდ ფერები აკლია რომლითაც უნდა დახატო.
2026

...

მოგონებები ლანდებივით ჰქრიან შენს კართან, ამაოებამ გამოგიტანა სასჯელი ბნელი, სასხლეტთან თითი მერამდენედ გამოგიკრავს მე ხომ ეს ვიცი, რამდენჯერ,რამდენჯერ დაგიდია ხატებთან ფიცი, თუმც შენი სიტყვა კაპიკია შენ თვითონ იცი, მოგონებებმა მერამდენედ აგირია დღე ღამე ვიცი, შენს პირქუშ ცხოველს შენს სულში მცხოვრებს დღითიდღე იხრწნი, შენ იქ დამთავრდი როცა დამთავრდი,შენ უკვე იცი ...
2026

...

დღეს თუ არაფერს არ ააქვს აზრი, ხვალ ყველაფერი სხვაგავრ იქნება, დღეს თუ იმედი წაგართვეს მაშინ, ხვალ ალბათ ღმერთი შენკენ იქნება, დღეს თუ წაიღეს ყველა სიცოცხლე, ნუ გეგონება რომ, სხვა არ იქნება ...
2026

...

დროში დაკარგულ, გზაში გაცვეთილ, ომში გამოვლილ სიწმინდევ დიდო, სად აგეყარა გზები ნეტავი, რომელ სალოცავს მივმართო ღმერთო, ვინ დააბრუნებს უმანკო ღიმილს, სულის სიწმინდით ასე რომ ენთო ...
2026

...

მომღიმარ თვალებზე მზის სხივებს დაგაფენ, გულამდე, მხრებამდე, ყელამდე მზეებს აგინთებ, ცამდეც მთვარემდეც იქამდეც სადამდეც მოგაწვდენ, სიხარულს, სიყვარულს, სიხარულს უსაზღვროს, იმ ცამდეც აღგაფრენ, სანაცვლოდ რას ვითხოვ? არაფერს, არაფერს ...
2026

...

ფირებზე აღბეჭდილი აჩრდილები, თითებზე მიტოვებულ სითბოს ჰგავდა, შორიდან მომავალი მზის სხივები, თითქოს მოდიოდა შენამდე და თან გკარგავდა, სასთუმალს აღერღილიი ფიქრი ურჩი, გაუცხოებულად გაჰყვა გაღმა ბაქანს, შენ ალბათ არც კი იცი როდემდე,სადამდე ავუყვები ჩვენს ძველ აღმართს და ალბათ არც კი იცი რომ იქედან ცამდეც ცამდეც ავალ ...
2026

...

ახლა სულერთია შემოდგომა, ახლა სულერთია გაზაფხული, ახლა ზამთრის სუსხი იმუქრება, თითქოს ჰგონია რომ ისევ ისე ვუფრთხი, ახლა სულერთია დარდიც სევდაც სულში, რადგან ამ ყველაფერს უკვე გადავურჩი, ვეღარ შემაშინებს უკვე ქარიშხლები, რადგან ყველაფერი იყო უკვე გუშინ ...
2026

...

ფიქრებს სევდა შეუსუნთქავთ,შემოდგომის ფერად, გაღმა ნაპირს გაჰყოლია ჩემი სულის გემად, კელაპტრებად ანთებულან მზის სხივები ცაში, იქვე მინდვრად მოსეირნე მოსჩანს თეთრი რაში, სამოთხისკენ მიდის ალბათ, გზა ხსნილია მასში, თეთრ ღრუბლებს რომ უხატავდი და უშლიდი წამში, მაინც წავა გაფრინდება ღუბლებს იქით ცაში, დადევნება არც იფიქრო არც ეცადო მაშინ, რადგან ის ხომ წარსულია,ცას ეწია ბედად ... გამთენიას სადღაც იქვე ტაძრის კართან, მოსჩანს შენი ლანდი, თურმე ლოცვას შეჰყოლილხარ წარსულიდან დარდით, თურმე გული შენც გქონია ,რავიცოდი მაშინ ...
2026

...

დასაწყისიდან დასასრულამდე,იყავი ჩემი აწდამარადის, დროის შუალედში გაფანტულ სივრცემ დაგატყო მხოლოდ ჩუმი ვარამი, გზააბნეულმა მკითხე ათასჯერ როგორ ვიპოვო გამოსავალი, შენ არ იყავი არ არსებოდბი,გამოგონილი იყავ ამბავი, მხოლოდ ოდესღაც წვიმად მოსულმა დაწერე შენი იგავარაკი, არ არსებობდი და არც ხარ ახლა,მხოლოდ მითები ითქმოდა შენზე, მხოლოდ ოდესღაც ჩნდებოდი მაშინ,როდესაც გული ფიქრობდა შენზე, დამთავრდი კიიი?ან კი დაიწყე?მაშინ რა იყო ის სასწაული? მე რომ ვიწამე შევასხი ფრთები,აწდამარადის უკუნისამდე ...
2026

...

ახლა ის დროა უნდა ჩქარობდე და აგროვებდე მუჭად ღიმილებს, ახლა ის დროა რომ ფეხაკრეფით,ჩუმად სიყვარულს რომ არიგებდე, ახლა ის დროა ზეცად ვარსკვლავებს მიწად გვირილებს რომ კვლავ ითვლიდე, სანამ დრო დროობს წუთი კი წუთობს,გული კი გულობს და შენ კი შეგწევს, ძალა იმისა რომ იყოს ის დრო, რომელიც მოვა კიი? ხვალ ოდესმე?
2026

აჩრდილი

უბრალოდ ფერების ცვლაში, უბრალოდ ფიქრების ზღვაში, აღერღილ გრძნობებად აშლილს, ზეცად აგიყვან ცაში,სამყაროს შეიცნობ მაშინ.... უკვდავებასაც მარადს, სულის სიმშვიდის კვალად, მაგ განშორების სევდას,მზის სხივებს ვაწვდენ ახლაც, შემოღამდება მალე, ნისლი დაფარავს ქალაქს, სიყვარულაია ცამდე, რომელიც დამაქვს ფარად...
2026

...

სად არ გეძებე, სად არ გიხმობდი, სად არ გაწვდინე სამყაროს ხმები, ათას მთას იქეთ გულანთებულმა, შემოვიარე სამყაროს გზები, არსად არ იყავ, ვერსად ვერ გიპოვე, ჩამოვიფარე შავი ძაძები, ბოლო სიტყვით კი უფალს მივმართე, გამოესყიდა ჩემი ცოდვები. მეც შენთან ერთად მინდოდა ყოფნა, თუნდაც წყვდიადში გადაკარგულში, მინდოდა უმალ გავმქრალიყავი, სამყაროს მიღმა იმ უკუნეთში, შემოიმოსა მთვარემ სუდარა, ღამემ იწამა წყვდიადი მისი, ცის კაბადონზე მოსწყდა ვარსკვლავი და ის ვარსკვლავი მე, მე ვიყავი...
2026

Let's begin
a conversation

I welcome commissions, collaborations, exhibitions, and all who wish to speak about art, poetry, or the quiet things in between.